Wednesday, June 24, 2009

Dreamt for Light Years in the Belly of a Mountain

ესე იგი გამოვიღვიძე მე, გამოიღვიძა ჩემმა ბლოგმაც. ალბათ ყველას ეს ბლოგი უკვე მკვდარი გეგონათ (და მეც, სხვათაშორის ვეჭვობდი რომ ოდესმე კიდევ რამეს დავპოსტავ) , მაგრამ აი კიდევ ერთი აზრს მოკლებული პოსტი.

ისე მეყოფა ვებ-სივრცის უაზრო ტექსტით გადავსება და გადავერთოთ ცოტა ხნით Sparklehorseის (ბრჭყვიალაცხენის) ძალიან საინტერესო ალბომზე სახელად "Dreamt for Light Years in the Belly of a Mountain" (2006 წ)

ესე იგი ეს წარმოადგენს საზაფხულო ფსიქოდელიის მშვენიერ კერძს, რაც რათქმაუნდა არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ჯგუფის ფრონტმენის (მარკ ლინკუსის) გული გაჩერდა რამოდენიმე წუთით, იმის შემდეგ რაც მან დიდი რაოდენობით მიიღო ალკოჰოლი, ვალიუმი, ანტიდეპრესანტები და სხვა მრავალი საეჭვო ნაზავი. ამის შემდეგ ლინკუსი თავის გამოცდილების გადმოცემას მუსიკის საშუალებით ცდილობს.

ბმული

No comments: